Tuesday, December 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

November 13, 2025
მართვის მოწმობის გაცემა უფრო გართულდება – რა ცვლილებას განიხილავს პარლამენტი?

შსს მომსახურების სააგენტო  „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს.

„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად ბარდება პრაქტიკული გამოცდის I (მოედანი) და II (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში) ეტაპი.

„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად კანდიდატი საჭიროა ფლობდეს „D“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.

„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

• მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (ავტო სკოლა) შესაბამისი კატეგორიისთვის გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• მოქმედი მართვის მოწმობა.

„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:

• უკუსვლით პარკირება;

• პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება.

კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 365 კალენდარული დღის განმავლობაში (პირველადი გეგმიური გასვლა – 15 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო შემდეგი გასვლები 30 დღის ინტერვალით) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლის საფასური – 150 ლარი.

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს. ამასთან, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

იხილეთ ბმული.

კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს 15 წუთით ადრე. აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მისი 90 კალენდარული დღით დისკვალიფიკაცია და უნარჩუნდება გადახდილი თანხის 50%.

შენიშვნა:

თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს შეზღუდვა არ ვრცელდება.

თუ გამოცდაზე გამოცხადების დრომდე დარჩენილია 72 საათზე ნაკლები გამოცდაზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (12 72) დარეკვით ან წერილობითი მიმართვით (სტურუქტურულ ერთეულებში, ელფოსტაზე) დააფიქსიროს. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატის მიმართ 90 დღიანი დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება.

მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური – 50 ლარი;

2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური – 40 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია:

„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 7 პირი დააკავა
  • ქვემო ქართლიში პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა
  • როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge