„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 13 ნოემბერს კომპანია სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს 13 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ.
„კომპანიის ჯგუფები, სამუშაოებს ხვალ, 13 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის ქუცას, თრიალეთის N2-20, N1-11, საცხენისის, რევაზ მამისაშვილის, ანდრია დადიანის, ბაღდავაძის, ქიზიყის N1, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, 9, 10, N33ა, N 34-54, N46-76, 17 შინდისელის, აეროდრომოს მე-8 და მე-10 ქუჩებს, ზურაბ ჩაჩუა 1-ელ და მე-2 გასასვლელს, ძეგლევის, ხვედელიძის, სერგი ჯიქიას N1, გიორგი აბაშვილის, გ.ბერიაშვილის, ზურაბ მახარაშვილის, ნოე რამიშვილის და აბულაძის ქუჩებს.” – წერია განცხადებაში.
