Tuesday, December 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან კუპატაშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

November 11, 2025
ლევან კუპატაშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკავებული ექს მაღალჩინოსანი ლევან კუპატაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მანამდე, დაკავებულმა კუპატაშვილმა პროცესზე სიტყვით ისარგებლა და ბრალდებას უსამართლო უწოდა.  მიანიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

სხდომაზე კუპატაშვილმა თქვა, რომ გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს, ამ საქმეზე მას ჩვენებაც აქვს მიცემული, თუმცა ახლა რატომღაც პროკურატურა მას დამნაშავედ წარმოაჩენს.

“კონტრაქტის შესწავლასთან დაკავშირებით სადაო, არასწორ ინტერპეტაციას აკეთებს მხარე. უხეში მანიპულაციაა ფაქტების. მე მინდა მიმალვაზე გავამახვილო ყურადღება.. ეს მოხდა 2023 წელს, მთავარი მე ვიყავი ვინც იჩივლა და არბიტრაჟში მე ვარ მთავარი მოწმე ვინც იმ კომპანიას უჩივის, ვის უნდა გავურიგდე ან ვინ უნდა დავაშინო?! მე ვიყავი დაზარალებული მხარე და რაღაც მიზეზების გამო ახლა პროკურატურა სხვანაირად ფიქრობს, რაც გასაგებია… რამდენჯერაც დამიძახეთ მოვედი დასაკითხად, – თქვა პროცესსზე კუპატაშვილმა. 

ლევან კუპატაშვილთან ერთად დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ საქმის კიდევ 4 ფიგურანტს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მოცემულ მომენტშ მიმალვაში არიან.

პროკურატურის განცხადებით, მათ მიმართ დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოტენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე დაიწყო.

საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის ფაქტს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ კუპატაშვილის მეშვეობით, საქართველოში არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, რომელიც ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს წერდა, 1 172 539 ლარი ჩაერიცხა.

ხოლო, კომპანია, უწყების განცხადებით, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შემდეგ, რასაც ხიდის ჩანგრევა მოჰყვა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს.

კუპატაშვილს თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები
  • “შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ე.წ. კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია” – გელა გელაძე
  • “ნივთიერება კამიტე საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე” – ირაკლი კობახიძე BBC – ზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge