Tuesday, December 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

November 11, 2025
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 დეკემბერს, (ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო“-ს და კოოპერატივ ,,რკ ქართულ ბოსტნეულს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო 443 595 ლარით თანადაფინანსების შესახებ. ბენეფიციარი კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეული“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში, ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში, თავის საკუთრებაში არსებულ 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართობის სასათბურე მეურნეობის მოწყობა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მიმწოდებელი უნდა ყოფილიყო შპს „ელიტმშენი“. ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით შპს „ელიტმშენის“ და ,,რკ ქართულ ბოსტნეულის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით გამოყოფილ 430 200 ლარს და შეეცადნენ დაუფლებოდნენ 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ით წარმოქმნილ ზედმეტობას.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჯგუფურად), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ პირს გირაო შეუფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები
  • “შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ე.წ. კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია” – გელა გელაძე
  • “ნივთიერება კამიტე საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე” – ირაკლი კობახიძე BBC – ზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge