პაატა ბურჭულაძის ადვოკატი წერილს ავრცელებს, სადაც დაკავებული მსოფლიო ბანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
წერილში აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძეს აკრძალული აქვს კომუნიკაცია და წერილების გამოგზავნა ციხიდან და ის პირველივე შესაძლებლობისას აუხსნის ქართველ ხალხს 4 ოქტომბრის მნიშვნელობას.
“ბატონი პაატა მოგესალმებათ ყველას. მას 8 დეკემბრამდე აკრძალული აქვს წერილის გამოგზავნა და მოკლებულია შესაძლებლობას 4 ოქტომბრის ისტორიული, ეროვნული კრების მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს და აუხსნას ქართველ ხალხს, ამავე დროს უპასუხოს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადებას, რომ თურმე ეროვნული კრება ყოფილა რუსული სპეცოპერაცია.
პირველივე შესაძლებლობისთანავე იგი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. მადლობა,” – წერია წერილში.
