გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ 2025 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 09:00სთ-იდან 19:00სთ-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 09:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – წერია განაცხადებაში.
