“ტერორი საქართველოში. რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. საბოტაჟი, მთავრობის დამხობის დაგეგმვა, უცხოური ინტერესებისთვის მსახურება… რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ქართული ოცნება” ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: “არ გვაინტერესებს.” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
გახსენებთ, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების მოწოდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
