არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაია პოლიციამ ისევ დააკავა.
ის, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს.
ლეილა ცომაია, მანამდე, 3 ნოემბერს დააკავეს, შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს და სასამართლოში პროცესი 6 ნოემბერს ჩაუნიშნეს.
ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა. ლეილა ცომაია 80-იან წლებში უკანონო დაკავებულების გასათავისუფლებლად ხელწერილებს აგროვებდა.
