“ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე, პრაქტიკულად, გაანადგურა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, რომლისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის მუდმივად ღია ვერ იქნება. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით შევძლებთ. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს ჩვენთვის თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ, რომ ის რუსებს ჩავაბაროთ.
ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!”- წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია. ის ევროკომისიის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს EU-სთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა.
მასში საუბარია დემოკრატიის, მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და სამოქალაქო ცხოვრების სფეროებში არსებულ პრობლემებზე.
