ნიკოლაი ბელიკოვმა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
რუსი სამოქალაქო აქტივისტი რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს. მას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 14- დღიანი პატიმრობის და რუსეთში დეპორტაციის განაჩენი გამოუტანა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათავისუფლების შემდეგ, ნიკოლაი ბელიკოვის დეპორტაცია უნდა მოხდეს და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.
რამდენიმე დღის წინ ბელიკოვის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ თუ აქტივისტს რუსეთში დააბრუნებენ, არსებობს მისი სავარაუდო ლიკვიდაციის რისკები.
