სასამართლომ გიგა წიბახაშვილი 8 დღით პატიმრობაში გაუშვა. წიბახაშვილს შსს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
გიგა წიბახაშვილის მსგავსად დააკავეს მისი ძმა – ლადო წიბახაშვილი და დედა – მანანა ჯავაშვილი.
მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ლადო წიბახაშვილს კი 8-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლოში ადმინისტრაციულ პროცესზე ასევე დაიბარეს მისი დეიდა – ეკა ჯავაშვილი.
