“სულის შეძვრამდე შეძრწუნებული ვარ ქალბატონი აზას დაკავებით. მათ შორის, იმ კადრით, რომელშიც დავინახე, რომ მოიძებნა ქართველი, რომელიც ხელებს უგრეხს ომგამოვლილ 71 წლის გაგრელ ქალს”- წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან.
“ქალბატონი აზა იქნება ყველაზე მტკიცედ, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ქალბატონ აზაზე მეტად, ეს ჩვენი გამოწვევაა. თუ ამას მივიღებთ, საერთოდ არაფერს არ ვიმსახურებთ.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, როგორც ანწუხელიძე, ეს ამბავიც ბევრისთვის იქნება გამოფხიზლების ზარი.
ამ სიტუაციაში მიჭირს ე.წ. კანონებზე, სამართლაზე, მონებზე და უღირსებზე საუბარი. ამ სიტუაციაში, ყველაზე მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ასეთი ქვეყანა არ გავხდეთ”- წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან.
