ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს 10:00-იდან 10:05 და 11:55-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 14:00 საათამდე – აბონენტებს ქალაქ მცხეთაში სამხედროს, სანაპიროს, გმირის, ღვინჯილიას, მუხრანის, შრომის, აღმაშენებლის ქუჩებზე, წიწამურში, საგურამოში.
11:00-იდან 19:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, მჭადიჯვარი, ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში, ასევე, ახალგორის რაიონის სოფლებში – ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი.
11:00-იდან 18:30 საათამდე, დენი გამოირთვება ზაჰესში თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის, ჭიჭინაძის, კასკადის, წინამძღვრიშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
