რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული იერიშების ფონზე, პოლონეთში ორი აეროპორტი დაიხურა.
“სამხედრო თვითმფრინავების ფრენის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო, რადომისა და ლუბლინის აეროპორტები დაიხურა“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიხსნება აღნიშნული აეროპორტები.
