თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს: ვარკეთილის, სამგორისა და ისნის სადგურებზე მგზავრებს არ იღებენ
გადაადგილება შეიძლება 300 არაგველიდან ახმეტელის თეატრამდე. შეფერხების შესახებ მატარებლებში მემანქანეები აცხადებენ: “მატარებელი მიდის 300 არაგველამდე”
სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ მეტროსადგურ სამგორში მგზავრი გარდაიცვალა და მატარებლების მოძრაობა პოლიციამ გააჩერა