“ჰამასი“ განიარაღებაზე თუ უარს იტყვის, ჯოჯოხეთი დატრიალდება – აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ შევთანხმდით, მოდით, პირველი ნაწილი დავასრულოთ და ახლა მივცეთ შანსი, რომ მეორე ნაწილი შევასრულოთ“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ და იმედი გამოთქვა, რომ “ჰამასი“ მშვიდობიანად ჩააბარებს იარაღს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, “ჯოჯოხეთი დატრიალდება“.