Monday, October 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სუს-ის ცნობით, აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე უწყებამ 3 საქართველოს მოქალაქე დააკავა

October 13, 2025
სუს-ის ცნობით, აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე უწყებამ 3 საქართველოს მოქალაქე დააკავა

სუს-ის ცნობით, აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე უწყებამ 3 საქართველოს მოქალაქე დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ-ტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში, ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე – კონტრ-ტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები.

ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება – ისინი გამოირჩოდნენ განსაკუთერბული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფებების წევრები გეგმავდნენ, აისისის გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა-დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის მქონე ნივთები, ასაფეთებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, საბრძოლო მასალისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.” – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა სპეციალურ ბრიფინგზე.

დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს” – რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge