დაჯგუფება “ჰამასმა“ დარჩენილი 13 მძევალი “წითელ ჯვარს“ გადასცა – აღნიშნულის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. “ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე გათავისუფლებულის ფოტოც გამოაქვეყნეს.
შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ.