დააკავეს ლუკა დევდარიანი – ინფორმაციას დედამისი ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.
მისი თქმითა, არ იცის მისი შვილი სად წაიყვანეს.
“ახლა გამაგებინეს, ლუკა დაიჭირეს გარეთ, არ ვიცი სად წაიყვანეს, მეზობლებმა დაინახეს, რომ ბორკილები დაადეს. გთხოვთ დამეხმარეთ, -წერს დევდარიანის დედა.
როგორც დღეს ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა.
უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.