Thursday, January 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

(ვიდეო) როგორ ულოცავს თეა ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს

December 21, 2021
“დაუბანელი ქუთაისელები…” – რატომ უხდის ბოდიშს თეა ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილს?!

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 54 წლის იუბილეს ულოცავს:

“მიშა გილოცავ, ჯანმრთელობას, თავისუფლებას, შენს საყვარელ სამშობლოში ღრმა სიბერემდე ცხოვრებას გისურვებ – დანარჩენი შენ იცი… კოლაჟში სადაც შენი ეპოქის მნიშვნელოვანი მომენტებია ჩემი ხმაც ისმის, რა კარგია რომ მოვესწარი ამ ეპოქას და ამ დიდი გარდატეხის, მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილეც ვარ.

ფიზიკურად უნდა გაუძლო და გადარჩე ამ ბრძოლაში. ჩემთვის დღესავით არის ნათელი რას იტყვის შენზე შთამომავლობა. 

#FreeSaakashvili #თავისუფლებამიშას”, – წერს ადეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა, მისი მხარდამჭერი აქციის გამართვამდე, მოქალაქეებს “ფეისბუქის” საშუალებით მიმართა. აქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისში, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია.

სააკაშვილმა ყურადღება ქუჩის პროტესტისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა:

“პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

გამოსავალი მხოლოდ ერთია – დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.

ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო”.

მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.

https://mix.metronome.ge/24624-2/

https://mix.metronome.ge/24621-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge