4 ოქტომბრის აქციის 4 მონაწილეს თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშიაშვილს, დავით სტურუას, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
