“ოლიგარქი ხაზარაძე გაბანძდა… ეგომანიაკი ბელადიც ჩაფლავდა” – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ქართველ ხალხზე ვაფრენ.
ათობით მილიონი დახარჯა ადამიანებით მოვაჭრე ხაზარაძემ, რომ თავი კიტრი ჰგონებოდა და შედეგად – შედეგი გაინახევრა 😈
საკმარისთან მიახლოებული კი არა, იმის ნახევარიც ვერ იყიდა, რაც სახეს შეანარჩუნებინებდა.
უდაბნოდან გასასვლელს ვუახლოვდებით მეგობრებო.
ეს დიდებულია.
შეიძლება ყველა ვერ ხედავდეთ რა
კარგად გადავლახეთ 4 ოქტომბრის განსაცდელი, მაგრამ მენდეთ რომ დღეს ბევრად წინ ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით.
ოლიგარქ ივანიშვილის ლეგიტიმაცია ისტორიულ მინიმუმზეა და რამდენიმე აგურიღა დარჩა გამოსაცლელი.
ოლიგარქი ხაზარაძე გაბანძდა.
ეგომანიაკი ბელადიც ჩაფლავდა.
როცა გავიმარჯვებთ, საქართველოს ახალი, დემოკრატიული და ევროპული გაიმარჯვებს, სადაც აი ეს ხდება:
“ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს”
