უკვე მურთაზ ზოდელავას სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
“”შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მაგას მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე მერე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება, რომ ყოფილიყო გაწერილი. უკვე მურთაზის [ზოდელავა] სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, ეს დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვიტყვით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი ან გეგმა “ბ” არ იყო… ვერავინ დავიჯერებთ. ეს იყო ღალატი. სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, და მე კიდევ იქით მივდივარ, რომ რახან პაატა იძახდა სულ, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, წარმომიდგენია, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღია კარების ვარიანტი, რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა. არ ვიცი, იქიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ მხარეს თუ რა იყო.
[…] რაც დრო გადის, კითხვისნიშნები უფრო მეტი ჩნდება, ვიდრე პასუხები. მე ვფიქრობ, რომ იმ ხუთმა ადამიანმა, ვინც იყვნენ ორგანიზატორები, აუცილებელია გვითხრან, რა იყო გეგმა, ეს ყველას აინტერესებს. თუნდაც ვიცოდეთ, ვინ არის ის მოღალატე, რა გააკეთა, იმისთვის, რომ სამომავლოდ იმ ადამიანთან არ დავიჭიროთ საქმე”. – თქვა პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ.