უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესო ალავიძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის ჩარევები, როგოერიც მის დროს ხდებოდა, დღესაც ხდება მოსამართლეებზე და მათ შორის, სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველ მოსამართლეებზე.
თუმცა ყოფილი მოსამართლე იმასაც ამბობს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსამართლეების შერჩევა წინასწარ ხდება და თუ რომელიმე გააპროტესეტებს, მისი აცილებაც მარტივად მოხდება.
“ეს ელექტრონული განაწილების პროგრამა, ჩათვალეთ არის სიყალბე, ფორმალობა, იციან უკვე ვის უნდა შეხვდეს საქმე“, – ამბობს ალავიძე გადაცემა “რეაქციაში“.
სრული პასუხისმგებლობთ ვაცხადებ, რომ დღესაც ხდება მსგავსი ჩარევები მოსამართლეებზე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სინდისის პატიმრების საქმეების განმხილვლე მოსამართლეებზე ხორციელდება, მსგავსი ტიპის ჩარევები, თუმცა, ასეთი კატეგორიის საქმეებზე მოსამართლეების შერჩევა წინასწარ ხდება, თუ რომელიმე გააპროტესტებს, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა, ხდება ამ მოსამართლის თვითაცილება, ან ავად გახდომა, ან ბევრი საქმე ჰქონდეს, რომ სხვას დაეწეროს. მთავრი რაც არის, საქმე ისე ნაწილდება, ეს ელექტრონული განაწილების პროგრამა, ჩათვალეთ არის სიყალბე, ფორმალობა, იციან უკვე ვის უნდა შეხვდეს საქმე. ანუ ვინ უფრო სანდოა, – ამბობს ალავიძე.