„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს 10:35-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში გრიგოლ ხანძთელის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ავჭალაში; 12:00-იდან 13:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, გურამიშვილის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში; 13:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ორხევი, დორეულები, ვეძათხეა და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.