4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის კიდევ ერთი აქტიური მხარდამჭერი დააკავეს, რაც არის დასტური ივანიშვილის მარცხის მოახლოების, – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითიც გელა ხასაიას დაკავებას ეხმიანება.
“სოლიდარობა გელა ხასაიას , 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის კიდევ ერთი აქტიური მხარდამჭერი დააკავეს, რაც არის დასტური ივანიშვილის მარცხის მოახლოების,” – წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
როგორც შსს-მ მოგვიანებით განმარტა, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.