“ვისაც რეჟიმის ცვლილება სურს, ამ პოსტით, მხოლოდ მათ ველაპარაკები. ძალიან გთხოვთ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა რეჟიმის მიერ არჩევნებად წოდებულ ფარსში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინეთ ეს თქვენ გარშემო.- წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:
1. იმისთვის რომ მართოს, ყველანაირ რეჟიმს სჭირდება ლეგიტიმაცია!
2. ლეგიტიმაცია არაა მხარდაჭერა, ან მოწონება, ლეგიტიმაციაა რეჟიმის ნების რუტინული აღსრულება.
3. როცა რეჟიმის ნების აღსრულების რუტინა ირღვევა, რეჟიმი დასასრულისკენ მიდის და სრულდება.
4. რეჟიმის ნების აღსრულების რუტინა დარღვეულია ნაციონალურ დონეზე და საერთაშორისო დონეზე. რეჟიმი ვეღარ ახერხებს ნორმალურად გამოიყურებოდეს – პარლამენტობანა და საერთაშორისო ურთიერთობანას თამაში აღარ გამოსდის, ვეღარც სტრატეგიულ ბუნდოვანებას ინარჩუნებს.
5. იმისთვის რომ რეჟიმის დასასრული დაჩქარდეს, ლეგიტიმაციის ეროზიის პროცესმა ადგილობრივ დონეზეც უნდა ჩააღწიოს და გაჯდეს.
6. მუნიციპალური არჩევნები ლეგიტიმაციის ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური აქტია რომელიც ადგილობრივ დონეს შეეხება.
7. თქვენი არ წასვლით, რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიას ახდენთ და მის დასასრულს აჩქარებთ!
8. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ადგილობრივ დონეზე, რომ რეჟიმის ნება, ლეგიტიმაცია მიეღო საქართველოს მოქალაქეებისგან, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ აღასრულა.
9. მიუხედავად იმისა რას დაწერს რეჟიმის ცესკო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყურიდან ყურში, წყაროზე, ბირჟაზე, სალონებში, წვეულებებზე, მაღაზიებში, ავტობუსებში … ყველგან, სადაც ხალხია, ლაპარაკობდნენ რომ “ჩემ გარშემო არავინ მიდის”.
10. ჩათვალეთ რომ არმონაწილეობით, ანტიბიოტიკს იღებთ ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც თქვენს ორგანიზმს ჭამს!
გახსოვდეთ, რომ თქვენ არჩევნებს არ უცხადებთ ბოიკოტს.
ეს არჩევნები არ არის!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
