გამოძიება ფიქრობს ძალადობა დაბრალდეს გელას თუ დანაშაულის შეუტყობინებლობა – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რითიც “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრის, გელა ხასაიას დააკავებას ეხმაურება.
“პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა სამი უცხო პიროვნება, რომლებიც მას გაეცნენ როგორც მხარდამჭერები და გულშემატკივრები, გამოლაპარაკების შემდეგ თხოვეს გელას მათთვის ლუდი ეყიდა,
გელამ მათ ლუდი უყიდა.
ამ სამმა უცხო პიროვნებამ ერთმანეთში დაიწყო ჩხუბი, გელას არც კი უკამათია, და მას შემდეგ რაც ეს ბიჭები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, გელამ გადაწყვიტა ვითარებას გარიდებოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია,
ახლა ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით ამ სამიდან ერთს სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი, მაგრამ გელას არ აქვს ბრალი წარდგენილი,
გელამ ისიც კი ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა და სინდისმა შემაწუხაო, ამიტომ 15 წუთში მიბრუნდა, მაგრამ ადგილზე აღარავინ იყო.
გამოძიება ფიქრობს ძალადობა დაბრალდეს გელას თუ დანაშაულის შეუტყობინებლობა,
დაკავებისას გამომძიებლად ვინც გაეცნო, ერთმა უთხრა, “შენ როგორი ძლიერი ბიჭი ყოფილხარ, სამი ბიჭი გიცემია, ხელის მოტეხვა გცოდნიაო”, სულ სხვა მეორე პოლიციელმა კი უთხრა: “როგორ არ შეატყობინე პოლიციას დანაშაულის შესახებო”
!!!!!
Gela Khasaia!!❤️❤️ რა ხდება, უკვე დანაშაულს უდებთ ადამიანებს?!”
