მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, 3 ოქტომბრიდან ისევ მზიანი დღეებია მოსალოდნელი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
“უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში ძირითადად მოღრუბლული ამინდი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია, მაგრამ სითბოში შემოპარული ნესტის სუნი მაინც გვაგრძნობინებს რომ შემოდგომაა…
3 ოქტომბრიდან – ისევ მზიანი დღეებია მოსალოდნელი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
მოსალოდნელი სამდღიანი გაავდრებისას არ დაგვავიწყდეს, ამინდი ყოველთვის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.
წვიმის მოსვლა, მარტო ცის გადაწყვეტილება არ არის – ამას მიწაც გრძნობს, ჰაერიც და ადამიანიც…
და რაც მთავარია – ფრთხილად იყავით საკუთარ განწყობასთან, ზოგჯერ წვიმა ციდან მოდის, ზოგჯერ კი გულიდან…
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”