იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, – აცხადებს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა იაშვილი ქალზე, რომლის მკვლელობაც კასპში ქმარმა სცადა.
“პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით.40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმო-ინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა” – განაცხადა ლაშა იაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კასპში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.