Thursday, September 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს,ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს, ბიჭიკო პაიკიძეს ახალი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს

September 25, 2025
გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს,ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს, ბიჭიკო პაიკიძეს ახალი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე დააკავა, ხოლო მეორე ხელმძღვანელს ვანის საკრებულოს დეპუტატს ბიჭიკო პაიკიძეს კი ახალი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, 2025 წლის 25 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს ბ.პ.-ს, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში რეგისტრირებული კომპანია წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.
კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.
შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1 423 887.91 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 673 742 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას და მეწარმე სუბიექტებს მოუწოდებს დროულად უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა”- მიხეილ ყაველაშვილი
  • მაკ-კეინის ინსტიტუტი ფიშერის საგარეოში დაბარებაზე განცხადებას ავრცელებს
  • გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს,ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს, ბიჭიკო პაიკიძეს ახალი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge