კასპში კაცმა ახალგაზრდა ცოლი დაწვა და ადგილიდან მიიმალა, – ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
როგორც “მოზაიკას” სწერენ, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მომდართან დაკავშირებით სააგენტო “ქართლის ამბებიც” ავრცელებს ინფორმაციას. როგორც სააგენტოს ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ბრალდებული ყოფილი მეუღლეა, რომელსაც მეუღლე 4 წლის წინ დაშორდა. მათივე ცნობით, დაშავებული ქალი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.
დამატებითი დეტალების გარკვევას “მეტრონომი” შსს-ში ცდილობს.