უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინება შევიდა ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ.
სუს-ის ცნობით, მოქმედებენ არსებული პროტოკოლის შესაბამისად. ადგილზე ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
გუშინ, 24 სექტემბერს ევაკუაცია იყო გამოცხადებული თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.