25 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები ინფორმაციას ავრცელებენ:
მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.
ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია, +23 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.