Thursday, September 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ვისზეც სუსმა ძებნა გამოაცხადა

September 24, 2025
ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ვისზეც სუსმა ძებნა გამოაცხადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფულის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე ძებნა გამოაცხადა. ამ მასალაში გიყვებით, ვინ არის ბიჭიკო პაიკიძე და რა კავშირი აქვს მასთან გრიგოლ ლიუაშვილს.

ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე?

ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელმაც შვილი სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს მოანათვლინა, წარმატებული ბიზნესსაქმიანობასთან ერთად ვანის საკრებულოს დეპუტატია:

  • ბიზნესმენი, რომელზეც სუსმა ძებნა გამოაცხადა, 2017 და 2021 წლის მოწვევის ვანის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს;
  • ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა.
  • მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული – როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს ამის ვალდებულება არ ჰქონდა.

პაიკიძე „სტუდია მონიტორის“ გამოძიებაში მოხსენიებულია როგორც „სუს-ის პროტეჟე“.

რატომ ეძებენ მას?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იძიებენ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია B.P. TRANS-სა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს – სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების კონტექსტში.

ამ კომპანიამ გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერში და 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ატარებდა სამუშაოებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და აწყობდა ნაპირდამცავ ქვაყრილებს ონის მუნიციპალიტეტში.

ბიჭიკო პაიკიძე, სავარაუდოდ, საქართველოში არ იმყოფება – სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მასზე ძებნა ცხადდება. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

რა კავშირი აქვთ გრიგოლ ლილუაშვილსა და ბიჭიკო პაიკიძეს?

„სტუდია მონიტორის“ გამოძიების მიხედვით, გარდა ნათელმირონობისა, მათ ჰქონდათ საქმიანი კავშირიც. 2020 წელს მომზადებული საგამოძიებო მასალის მიხედვით, 2015 წელს ლილუაშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იყო, პაიკიძე კი ივანიშვილის კუთვნილი სასტუმრო „პარაგრაფის“ მშენებლობის დროს ერთ-ერთი კონტრაქტორი.

შპს „ჯორჯიან ენერჯიმ“ შპს „ბლექსი რეზორთსთან“ (რომლის დირექტორიც ინფრასტრუქტურის მინისტრად და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ირაკლი ქარსელაძე იყო) 319 000 ლარი მიიღო.

პაიკიძის კომპანიამ 2018 წლიდან სახელმწიფო ტენდერების მოგება დაიწყო. ეს დროში დაემთხვა შპს „ბლექსი რეზორთის“ დირექტორის, ირაკლი ქარსელაძის ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ქარსელაძემ ეს თანამდებობა 2018 წლის აპრილში დაიკავა, რამდენიმე კვირაში, 30 მაისს კი შპს Georgian energy-მა 1 850 000 ლარის პირველი გამარტივებული შესყიდვა მოიგო. კომპანია მილიონობით ლარის ტენდერებს მომდევნო წლებშიც იგებდა.

2020 წლის თებერვალში, როცა „სტუდია მონიტორი“ ამ გამოძიებაზე მუშაობდა ბიჭიკო პაიკიძემ შემოსავლიანი კომპანია Georgian energy-ის 50%-იანი წილი 1 ლარად გაასხვისა.

2020 წელს, როცა „სტუდია მონიტორმა“ „სუსის პროტეჟეებზე“ პირველი საგამოძიებო მასალა მოამზადა, გრიგოლ ლილუაშვილს ბიჭიკო პაიკიძესთან მეგობრობაზე დაუსვა შეკითხვა.

„არ არის ეგ შენი საქმე. კანონი თუ ირღვევა, ეგ მითხარი, თუ არა, ვინ არის ჩემი ნათლია და ვინ არის ჩემი ნათლული… 25 მყავს და…“ – თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა მაშინ.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა! – ვის შეეხება ცვლილებები
  • „მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა“ – საზარელი ავარიის ახალი დეტალები
  • გაზის მიწოდება 7500 აბონენტს შეუწყდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge