თუშეთში ავარია მოხდა, – გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.