საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთთან პლეი ოფის საპასუხო მატჩი 3:5 დათმო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 7:6 გაიმარჯვა და ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა.
პირველი შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდმა 4:1 მოიგო, რაც საკმაო უპირატესობა იყო. ბრატისლავაში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. ტომაშ დრაჰოვსკის დუბლს (6, 17) ჩვენებმა გიორგი ჩიმაკაძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა წონასწორობის აღდგენის შანსი მიიღო, მაგრამ გიორგი ღავთაძემ პენალტი (26 წუთზე) ვერ გამოიყენა, სლოვაკებმა კი მარეკ ბელანიკის დარტყმით სწრაფადვე (27) მესამეც გაგვიტანეს.
მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 31-ე წუთზე არჩილ სეფისკვერაძემ სხვაობა მინიმუმამდე, შეამცირა, ირაკლი თოდუამ კი მე-100 სანაკრებო შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3.
სლოვაკები ვა-ბანკზე წავიდნენ და პატრიკ ზაჩოვიჩმა და სებასტიან ბაჩომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანეს. მაგრამ ასათიანის გუნდმა მასპინძლების და მსაჯების ზეწოლას გაუძლეს და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.