ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„24 სექტემბერს 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, წილკანი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ჯუთა, გარბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.