Tuesday, September 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

September 23, 2025
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თელასი” აბონენტებს აფრთხილებს
  • პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს
  • პარლამენტის მიმართულებით დიდი მსვლელობა დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge