“ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ!“ – თბილისის მერი კახა კალაძე ანა წითლიძის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
კალაძემ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება.
“ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი.
„აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“ – აღნიშნა წითლიძემ.