საქართველოს ეროვნული ნაკრების და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა, – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.
ქართველმა მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც – ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან.
„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად კვარაცხელიამ 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მოგვიანებით გახდება ცნობილი.