„ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ, რათა გაკონტროლდეს, რომ არარეგისტრირებული პირი უბანზე არ შევიდეს.
“ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ველზე. მათ შორის, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს, რომლითაც აღვწერთ რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. რაც 2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ჩვენ ახლა ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, აბა, გაბედოს ვინმემ რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის.” – განაცხადა კუპრაძემ.