აშშ-ის პრეზიდენტმა, მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ჩარლი კირკზე თავდასხმა ყველა კონსერვატიულ იდეალზე თავდასხმაა.
„იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ტყვია ყველასკენ. ეს ტყვია ყველასკენ იყო მიმართული“, – განუცხადა ტრამპმა State Farm Stadium-ზე შეკრებილ ადამიანებს.
მისი თქმით, ჩარლი კირკი ამერიკული თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
„ის მოწამეა ამერიკული თავისუფლებისთვის. ვიცი, რომ დღეს ყველას სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ არცერთი ჩვენგანი არასოდეს დაივიწყებს ჩარლი კირკს და არც ისტორია დაივიწყებს მას“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 31 წლის ჩარლი კირკს 10 სექტემბერს, იუტას უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებაზე ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი.