მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +28, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”