ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერმა Collins Aerospace-მა, რომელზედაც კიბერშეტევა განხორციელდა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მუშაობს დაზარალებულ აეროპორტებთან და სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო განახლებების დასრულების საბოლოო ეტაპზეა.
ბრიუსელის აეროპორტმა კვირას დაგეგმილი 257 რეისიდან 50 გააუქმა, შაბათს კი – 234 გამავალი რეისიდან 25.