იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინურ სახელმწიფოს აღიარებენ, მაქვს მკაფიო გზავნილი – თქვენ ტერორიზმს უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ, ეს არ მოხდება – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს.
“მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინურ სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ ტერორიზმს უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ. და მე თქვენთვის კიდევ ერთი შეტყობინება მაქვს: ეს არ მოხდება. წლების განმავლობაში ხელს ვუშლიდი ამ ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.