21 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები ინფორმაციას ავრცელებენ:
ქუთაისში, სადაც დღისით +22 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.
ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი ამინდია, +17 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +10, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.