ბრიტანეთმა ახალი სანქციები დააწესა რუსეთის მხარდაჭერის ბრალდებით.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე. მათ გაუყინეს ფინანსური აქტივები ბრიტანეთში და აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. ოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძე და ვასაძე მხილებულნი არიან უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერასა და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.
ბრიტანეთის სანქციები ამ ორი გვარით არ შემოიფარგლება. ძირითადი სამიზნე, მედიის ცნობით, ბიძინა ივანიშვილია. მის დასაცავად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ უცხოეთში ბიზნესმენები მიავლინა, რომლებიც დასავლელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ ივანიშვილის შესაძლო სანქცირება ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. მთავარი ამოცანა ივანიშვილისთვის საერთაშორისო გარანტიების მიღებაა.