Friday, September 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გახარია საქართველოსთვის” “რუსთავი 2”- თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

September 19, 2025
“გახარია საქართველოსთვის” “რუსთავი 2”- თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გენერალურ დირეკტორს ბაკურ ბაკურაძეს პასუხობს, მის გუშინდელ განცხადებაზე, რომლითაც იგი ბოდიშს მოითხოვდა ბუჩუკურისაგან, მანამდე კი უარს ამბობდი პარტიის აქტივობების გაშუქებაზე.

“რუსთავი 2 წლების განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ბლოკავს ჩვენი პარტიის სხვა წევრებსაც, არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს ნაციონალური მოძრაობის წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს. ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს.

ტელეკომპანია იმედი-სა და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პრო-სამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, რუსთავი 2 გუშინდლამდე ცდილობდა მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა.

გუშინ რუსთავი 2-მა, რეჟიმის შეკვეთით, ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ღიად ბლოკავს პარტია საქართველოსთვის ეთერში გამოჩენას, რაც ამ ტელეკომპანიას არ გაუკეთებია არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის – მათ შორის ნაცმოძრაობის მიმართ. აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერებში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია.

ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა.

რუსთავი 2-ის ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს, რუსთავი 2-მა არხის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის “შეურაცხმყოფელი განცხადების” გამო, რომელიც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, “ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა”, არხი უარს ამბობს გააშუქოს აღნიშნული პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ამასთან ერთად, პარტიის წარმომადგენლებს აღარ დაეთმობათ ეთერი რუსთავი 2-ის პოლიტიკურ გადაცემებში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა რუსთავის ციხეში ლევან ხაბეიშვილი მოინახულა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 19-21 სექტემბერს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge