Friday, September 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება – დეტალები

September 18, 2025
„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება – დეტალები

„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მიმდინარეობის პერიოდში, 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კოხტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

აღნიშნულ პერიოდში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N323, N333, N359, N395 და მიკროავტობუსები: N462, N522 და N536 ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც ბარათაშვილის ხიდით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას, ანალოგიურად გამოიყენებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
  • მიწისძვრის სიმძლავრემ 3.08 მაგნიტუდა შეადგინა – სად იყო ეპიცენტრი
  • “თელასი” აბონენტებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge